საქმე – რუსთაველები.ge http://rustavelebi.ge რუსთავი და რუსთაველები Sun, 26 Jul 2020 04:56:02 +0000 ka-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=6.5.2 http://rustavelebi.ge/wp-content/uploads/2019/02/cropped-icon-1-1-32x32.png საქმე – რუსთაველები.ge http://rustavelebi.ge 32 32 ადამიანები, რომლებიც არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ http://rustavelebi.ge/business/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90/ Wed, 18 Feb 2015 06:34:12 +0000 http://rustavelebi.ge/?p=156 მოდური ტენდენცია არსებობს: რამდენიმე ადამიანის უმსგავსო საქციელს მთელ ერს მიაწერენ, ერის შეურაცხმყოფელ ფრაზებს აიტაცებენ და სტერეოტიპად აქცევენ ხოლმე, მერე კი ამ სტერეოტიპების მსხვრევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ პროექტებს ახორციელებენ, რაც ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია… ალბათ, ეს “ომახიანი” ფრაზაც გაგიგონიათ: “ქართველები მუქთახორები ვართ!” ამის თქმა ჩვენი ქვეყნის იმ უამრავი ადამიანის შეურაცხყოფად მიმაჩნია, ვინც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობს და ხშირად, ამ შრომის საფასურად, მიზერულ გასამრჯელოს იღებს…
გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ:


მაია აზარიაშვილი:

– სტუდენტობისას ერთ-ერთ ჟურნალში მოხალისედ, ხელფასის გარეშე ვმუშაობდი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი – პოლიგრაფიულ ოფისში (ოპერატორად), სადაც ჩემი პირველი ხელფასი ავიღე. მას მერე სულ ვშრომობ და ჩემი თავი სახლში “ჩამჯდარი” ვერც წარმომიდგენია. გამუდმებით მინიმუმ, ორ საქმეს ვუმკლავდები. ზოგჯერ ძალიან ვიღლები, მაგრამ შრომის შედეგი ისეთი სასიამოვნოა, რომ ახალ საქმეს ყოველთვის აქტიურად ვიწყებ: ვმუშაობ, განათლების დონეს ვიმაღლებ, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ვზრუნავ…

– პროფესიით ვინ ხარ?

– ბაკალავრის კურსი ჟურნალისტიკის განხრით გავიარე, მაგისტრატურის კი – ეკონომიკის. სამწუხაროდ, არც ერთი პროფესიით არ ვმუშაობ. არადა, როცა განათლების სფეროს ვირჩევდი, დიდი და მიზანმიმართული გეგმები მქონდა… ჟურნალი, რომელშიც სტუდენტობისას ვმუშაობდი, სამწუხაროდ, მალევე დაიხურა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია, მაგრამ ეს ის არ იყო, რაზეც მთელი ბავშვობა, შემდეგ კი სტუდენტობის პერიოდში ვოცნებობდი. თუმცა, უმუშევრობას სჯობდა…

– როგორ ფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ზარმაცი ხალხი ცხოვრობს თუ სამსახურს მართლა ვერ შოულობენ?

– სამსახურის შოვნა (მით უმეტეს – პროფესიით) ძალიან ჭირს. შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანს იღბალიც უნდა ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მატერიალური სიდუხჭირე დაუბალანსებელი სახელფასო სისტემის ბრალია. იმას ვგულისხმობ, რომ სახელფასო განაკვეთი 2 უკიდურესობაშია “გადავარდნილი”: ან ძალიან მაღალია, ან – ძალიან მიზერული. დასაქმებულები შრომობენ, იხარჯებიან (ფიზიკურად თუ გონებრივად), მაგრამ გასამრჯელო მხოლოდ ლუკმაპურისთვის თუ ჰყოფნით… ასე რომ, ქართველები ზარმაცი ხალხი ნამდვილად არ ვართ.

– ოდესმე სამსახური დაგიწუნებია?

– მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დასაქმებული ვიყავი. ლოგიკურია, როცა მუშაობ და სხვა სამსახურს ეძებ, გინდა, რაც გაქვს, იმაზე უკეთესი იპოვო ან ხელფასით, ან – მუშაობის პირობებით, კარიერული წინსვლის პერსპექტივით… არ ვარ მომხრე, რომ სრულწლოვანი ადამიანი წლების განმავლობაში ვინმეს ხარჯზე ცხოვრობდეს. არ არის გამორიცხული, კვალიფიკაციის შესაბამისი ხელფასი ვერ მიიღო, ვერც პროფესიით დასაქმდე, მაგრამ უმუშევრობას ყველაფერი ჯობია. უაზრო კუდაბზიკობა მიუღებელია. მგონი, ის უფრო სირცხვილია, 40 წლის ასაკში გზის ფულს დედას ან მამას რომ სთხოვ, მშობლის პენსიას რომ დაელოდები…

სრულად:
http://gza.kvirispalitra.ge/sakhe/1459-adamianebi-romlebic-aranair-samushaos-ar-thakiloben.html

]]>