მიუხედავად იმისა, რომ ფორუმი ძირითადად მოტივირებულია ქ. რუსთავზე, ადმინისტრაცია მოხარული იქნება სხვა რეგიონის წარმომადგენელის ვიზიტებისა, სადაც არა მარტო ადგილობრივი საკითხები განიხილება. ფორუმი ერთნაირად საინტერესო და ფუნქციონალურია ყველა თაობისთვის.
საიტი rustavelebi.ge წარმოდგენს კერძო საკუთრებას და ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, მიუხედავად ფორუმზე არსებული დემოკრატიისა, მიიღოს საბოლოვო გადაწყვეტილება და ამ მიზნით ადგენს წესებს, რომლის დაცვაც ევალება ყველა დარეგისტრირებულ პირს.
ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ფორუმში გამოქვეყნებული პოსტების შინაარსობრივ მხარეზე. თუმცა მოდერატორთა გუნდი ყველაფერს იღონებს, რათა საიტზე იყოს წესრიგი, ყველა არაკეთილსინდისიერი მეთოდის აღმოფხვრით.
ყოველგვარი ძალადობის დამახასიათებელი ქცევისა, ეს იქნება მუქარისა თუ სხვა სახის ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელი დაიბლოკება 1 თვით, უკიდურეს შემთხვევაში თქვენი IP მისამართი იქნება ამოწერილი და გადაეცემა შესაბამის სტრუქტურულ ორგანიზაციებს.
საიტზე იკრძელება სარეკლამო საშუალების ან ობიექტის გამოქვეყნება, რომელიც იქნება განთავსებული არა თემიდან გამომდინარე, პოსტებსა თუ პირად ინფორმაციებში. პირველ ჯერზე მომხმარებელი მიიღებს გაფრთხილებას. იგივე ფაქტის დაფიქსიერების შემთხვევაში გაუჩერდება ანგარიში 1 თვით.
შეიკავეთ თავი ფლუდისგან (უაზრო და უშინაარსო პოსტები), რომელშიც შდის მარტო სმაილების წერაც. ახალბედა მომხმარებლები მიიღებენ მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო გამოცდილი მომხმარებლები - 10% ვორნს.
იკძალება თემიდან გადახვევა და სრულიად შეუსაბამო ინფრომაციის განთავსება. ოფტოპიკი - 10% ვორნი.
იკრძალება ორი მსგავსი შინაარსის თემის გახსნა. გახსნამდე გამოიყენეთ საძიებო სისტემა.
თემის სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს თუ რაზეა თემა. იკრძალება ლათინურად წერა და სიმბოლოების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გვაქვს სპეციფიურობასთან.
იკრძალება თემის გახსნა შეუსაბამო განყოფილებაში.
დაიხურება დეზინფორმაციული და უშინაარსო თემები, ავტორი მიიღებს გაფთხილებას.
იკრძალება უცენზურო ინფორმაციის განთავსება ავატარზე, ხელმოწერასა და პირად ინფორმაციებში, გაფთხილების შედეგად თუ არ წაიშლება, მომხმარებელი მიიღებს ბანს.
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს რაიმე ინფორმაციის გაჟონვაზე, მიუხედავად იმისა რომ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია დაცულია მესამე პირისგან, თუმცა არსებობს წვრილი ჰაკერული ხრიკები. გარდა ამისა, პირადი ინფორმაციის ღია ფორმაში გავრცელებაზე პასუხის მგებლობა ეკისრება მთლიანად მომხმარებელს.
იკრძალება ფორუმზე ლათინურად წერა, ფორუმს აქვს ყველა ის საშუალება, რომ არ შეგვექმნას პრობლემები ქართულ უნიკოდთან მიმართებაში.
არასრულწლოვნების ქმედებებზე სრული პასუხისგება ეკისრება მეურვეს.
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაიშალოს, გადაიტანოს, გადაკორექტირდეს წესების დამრღვევი პოსტები და თემები.
წესების შეცვლის თაობაზე მომხმარებლები ინფორმირებულნი იქნებიან შესაბამისი განყოფილების საშუალებით.
ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ჩათვლის, რომ რომელიმე პოსტი არაობიექტურია და მის გამო მას რაიმე უსიამოვნებები შეხვდება, დაუკავშირდეს ადმინისტრაციას.
თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ამ ფორუმს არ გამოიყენებთ იმისათვის, რათა დაპოსტოთ ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიძლება იყოს შეგნებულად არასწორი, დისკრედიტირებადი, არაზუსტი, შეურაცხმყოფელი, ვულგარული, არაწესიერი, სექსუალურად ორიენტირებული, მუქარის ან აგრესიის გამომხატველი, საქართველოს კანონმდებლობის რომელიმე კანონის დამრღვევი ან მასალა, რომელიც დაარღვევს ვინმეს საავტორო უფლებებს.
ტერმინოლოგიების განმარტებანი
გზავნილი, შეტყობინება, პოსტი(post), პოსტინგი(posting), მესიჯი(message)
- ფორუმზე დატოვებული
შეტყობინება მისი მონაწილის
მიერ
თემა, ტოპიკი(topic, thread) - საწყისი
შეტყობინება, მისი პასუხები და
გაკეთებული კომენტარები
თემის სახელწოდება - თემის
სათაური, დასახელება, რომლითაც
იგი ხილული და იდინტიფიცირებული
იქნება თემების ჩამონათვალში
საგანი(subj, subject) - 1. თემის
სახელწოდება 2. დისკუსიის
საგანი.
ფორუმი(forum) - გარკვეული ნიშნით
გადანაწილებული თემების
ერთობლიობა
კატეგორია(category), განყოფილება -
ფორუმთა
ერთობლიობა, გადანაწილებული
გარკვეული ნიშან-თვისებების
მიხედვით.
ფორუმის მონაწილე -
პირი, რომელიც აგზავნის
შეტყობინებებს ფორუმზე
ზედმეტსახელი, ფსევდონიმი, ნიკი, ნიკნეიმი(nickname)
- სახელი, რომლითაც მონაწილე
გზავნის შეტყობინებებს
ფორუმზე
სტატუსი(მონაწილის) -
წარწერა, რომელიც თემების
გვერდებზე მოჩანს თემაში
მონაწილეთა ნიკნეიმების
ქვეშ, რომელიც გვაუწყებს
ნებისმიერი მონაწილის სტატუსს
შეტყობინების გაგზავნის
მომენტში
ინფო(მონაწილის) -
ინფორმაციული გვერდი
ფორუმის მონაწილის
შესახებ, რომელზე მოხვედრაც
შესაძლებელია ბმულზე "ინფო"
გადასვლისას. იგი მდებარეობს
ფორუმის მონაწილეთა
ყოველი გზავნილის მარჯვენა ზედა
კუთხეში.
რეგისტრირებული
მონაწილე(მომხმარებელი) -
მომხმარებელი, რომელიც
დარეგისტრირებულია ფორუმზე და
გააჩნია თავისი უნიკალური
ნიკნეიმი და პაროლი, რომელიც
მხოლოდ მისთვის არის
ცნობილი.სხვა პირებს, რომლებმაც
არ იციან პაროლი, არ შეუძლიათ ამ
ნიკით გზავნილის გაკეთება
ფორუმზე.
არარეგისტრირებული
მომხმარებელი, (unregistered) -
მომხმარებელი, რომელსაც არ
გაუვლია რეგისტრაციის პროცესი
ფორუმზე.
ფორუმის
სტუმარი-ადამიანი, რომელიც
კითხულობს ფორუმის
თემებს, მაგრამ არ ძალუძს
შეტყობინებების
გაგზავნა.ფორუმის
მონაწილისაგან განსხვავდება
იმით, რითაც მკითხველი
განსხვავდება მწერლისაგან.
მოდერირება, მოდერაცია(moderation) -
ფორუმის ადმინისტრაციის მიერ
გატარებული ზომები მიმართული
ფორუმზე წესრიგის
შენარჩუნებისაკენ . ანუ
ფორუმების და ცალკეული თემების
მოქმედი კანონების შესრულების
უზრუნველყოფა და დაკვირვება.
პოსტმოდერირება -
მოდერირება მას შემდეგ, რაც
რეალურ რეჟიმში გაიგზავნება
შეტყობინებები ფორუმზე, რომლის
მომენტალურად ნახვის
შესაძლებლობა აქვს
ფორუმის ყველა მონაწილე
წევრს სტუმრების ჩათვლით.ასეთი
გზავნილები არ გადიან წინასწარ
დაკვირვებას და არ იფილტრებიან
კფორუმზე გამოქვეყნებამდე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ
დაპოსტილ გზავნილებს კითხულობს
მოდერატორი და წესების
შესაბამისად წყვეტს მის ბედს
წესების შესაბამისად
-ჩასწორება, საერთოდ წაშლა ანაც
ხელუხლებლად დატოვება.
პრემოდერირება - ამ დროს
გზავნილები თავდაპირველად
გადიან წინასწარ დაკვირვებას
და მოდერატორების მიერ
იფილტრებიან მანამდე, სანამ
მოხდება მათი ფორუმზე
გამოქვეყნება.ის
გზავნილები, რომლებიც ვერ
გაივლიან წინასწარი გაფილტვრის
პროცესს, შესაბამისად არ
გამოქვეყნდებიან
ფორუმზე და მათ
ადმინისტრაციის
წარმომადგენლების გარდა
ვერავინ ნახავს.
თვითმოდერირება(ნებაყოფლობითი
მოდერირება)-სიტუაცია, როდესაც
ფორუმის მონაწილე, რომელიც არ
არის არც ადმინისტრაციის წევრი
და არც მოდერატორი, აძლევს
საჯარო შენიშვნას სხვა
მომხმარებელს იმის გამო, რომ
მისი ქცევა არ შეესაბამება
ფორუმის წესებს.
ბანი(ban) - ფორუმის მონაწილის
ან მონაწილეთა ჯგუფის დროებითი
ან მუდმივი დაბლოკვა და მათთვის
პოსტინგების გაკეთების
შესაძლებლობის შეზღუდვა.
ბანდადებული("დაბანილი")
მონაწილე-მომხმარებელი,
რომელსაც პოსტინგების
გაკეთების უფლება აკრძალული
აქვს ფორუმში.
გაფრთხილება, ვორნი(warn) -
მოდერატორის მიერ
მომხმარებელზე გამოტანილი
გაფრთხილება წესების დარღვევის
გამო.კონკრეტული მომხმარებლის
გაფრთხილებების სრული სიის
ნახვა შესაძლებელია მის პირად
"ინფო"-ში.მისი ნახვის საშუალება
აქვს მხოლოდ მას და
ფორუმის
ადმინისტრაციას.
ფორუმის ადმინისტრაცია -
ფორუმის მფლობელები და
ადმინისტრატორები, ფორუმების
მოდერატორები.
მოდერატორი(moderator) - ფორუმის
ადმინისტრატორების ნდობით
აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს
უფლება განახორციელოს
ოპერაციები თემებსა და
პოსტებზე მისდამი მინდობილ
ფორუმში, ასევე გააფრთხილოს
მონაწილეები
ადმინისტრატორი(administrator) -
ფორუმის მფლობელთა ნდობით
აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს
მოდერატორების ყველა ფუნქცია
უკლებლივ ყველა ფორუმში,
დამატებული ამას
რეგისტრირებული
მომხმარებლების ექაუნთების(accounts)
გაუქმება და მათი ბაზიდან
წაშლის შესაძლებლობა. აგრეთვე
მას აქვს უფლება შეცვალოს
ფორუმის მოქმედი
კანონმდებლობაც.
ფორუმის მფლობელი - პირი ან
პირთა ჯგუფი, რომელთა პირად
საკუთრებაშიც იმყოფება ფორუმი.
მათ აქვთ ფორუმის ფარგლებში
ნებისმიერი კანონიერი ქმედების
განხორციელების უფლება, მათ
შორის ფორუმის ლიკვიდაციისაც.
ოფტოპიკი(offtopic) - შეტყობინება,
რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ
მიეკუთვნება დისკუსიის საგანს.
მაგალითად თემაში
"მიშველეთ, კომპიუტერი არ ირთვება",
საფეხბურთო მატჩის განხილვა
არის ოფტოპიკი. ასევე ოფტოპიკად
იქნება მიჩნეული ყველა ის
გზავნილი, რომელიც ეხება ფორუმის
ადმინისტრაციის ქმედებების
განხილვას. აგრეთვე ოფტოპიკია
იმის გარჩევა, მიეკუთვნება თუ არა
აღნიშნული თემა ფორუმს "დედა
პლატები" (motherboards)
ოვერქვოთინგი(overquoting) - ჭარბი
ციტირება. გვხვდება იმ
შემთხვევებში, როდესაც
მაგალითად, მონაწილე ახდენს დიდი
გზავნილის ციტირებას მხოლოდ
იმისთვის, რომ მის ქვეშ მიაწეროს
"თანახმა ვარ"
ფლეიმი(flame ინგლ.ცეცხლი, ალი) - 1.
ემოციურად დატვირთული
გზავნილი, რომელიც პიროვნების
შეხებაში
გამოიხატება(მაგალითად, შეიცავს
პიროვნების, ეროვნულობის, რელიგიურობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის
ან პროფესიული შეურაცხყოფის
ხასიათს). სადაც გამოყენებულია
განსაზღვრული
რიტორიკა(მაგალითად
დემაგოგიის); ხშირად არის
დამახასიათებელი გარკვეული
არგუმენტების და ფაქტების
უქონლობა. 2. სიტყვათა ომი, დავა
დავის გამო, როდესაც მონაწილეებს
ავიწყდებათ, თუ რისთვის დაიწყო
დავა და დავობენ მხოლოდ
იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეები
თავიანთ სიმართლეში
დაარწმუნონ, ანაც სხვების
უსამართლობაში იმის
მიუხედავად, თუ რაზე წარმოებს
დავა(საკმარისია მცირეოდენი
ნაკლებად არსებითი
მნიშვნელობის მქონე საბაბიც კი).
არცთუ იშვიათად ხდება სხვების
დადანაშაულება
სიცრუეში, ბოდიშის მოხდის
მოთხოვნები და ასე შემდეგ.როგორც
წესი ასეთი ტიპის ფლეიმის
გახურება ხდება ძირითადად
მონაწილეებს შორის
შეუთავსებადობის და ანტიპათიის
გამო.3. შეტყობინება, რომელიც
იგზავნება ფორუმში "ფლეიმი".
ფლეიმური ომები(flame wars) ან
რელიგიური ომები(holy wars) - უაზრო
დავები(როგორც წესი "ფლეიმის, "
ფართო გამოყენებით), რომელშიც
მონაწილეები ცდილობენ
ერთმანეთს დაუმტკიცონ ერთ-ერთის
უპირატესობა მრავალი
მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი
ალტერნატივებისაგან.(მაგალითად
დავები Intel Vs AMD, Windows Vs Linux და ა.შ.)
ტროლინგი - პროვოკაციული ან
შეურაცხმყოფელი ხასიათის მქონე
გზავნილების გამოქვეყნება იმ
მიზნით, რომ გამოიწვიო "ფლეიმი" და
კონფლიქტი მონაწილეებს შორის.
ფლუდი(flood) - ნაკლებად აზრიანი
ან უაზრო შეტყობინება, რომელიც
პრაქტიკულად არ შეიცავს
სასარგებლო ინფორმაციას,
ლაყბობა ათასგვარ სისულელეზე,
პრაქტიკულად არაფერზე.როგორც
წესი მსგავსი შეტყობინებები
ადვილად ექვემდებარებიან
წაშლას ისე, რომ დისკუსიას ამით
არანაირი ზიანი არ
მიადგება.მაგალითისათვის, მათ
მიეკუთვნება შემდეგი ტიპის
მოკლე, ერთხაზიანი ფრაზები:
"გეთანხმებით", "პკპკ", "ლოლ"...ანაც
შეტყობინება, რომელიც შეიცავს
მარტო სმაილაკს.
ფლეიმერი -
მონაწილე, რომელიც სისტემატურად
აგზავნის "ფლეიმის" შემცველ
გზავნილებს
ფლუდერი - მონაწილე, რომლის
პოსტინგებიც არის სისტემატურად
ფლუდის შემცველი
ოფტოპერი - მონაწილე, რომლის
გზავნილებიც სისტემატურად
ოფტოპიკის ხასიათის
მატარებელია.
ტროლი - მონაწილე, რომელიც
იწვევს ტროლინგს
ჩატი, ჩეთი(chat) - რეალური დროის
რეჟიმში მონაწილეების მიერ
უსწრაფესი გაცვლა-გამოცვლა
მოკლე ფლუდური ხასიათის
გზავნილების
კროს-პოსტინგი(crossposting)-ერთი და
იგივე შეტყობინების დატოვება
სხვადასხვა თემებში. ფორუმზე
მსგავსი რამ აკრძალულია.
შეატყობინე მოდერატორს -
სპეციალური სერვისი, რომლის
მეშვეობითაც ნებისმიერ
მონაწილეს აქვს საშუალება
უსწრაფესად მიიპყროს მოდერის
ყურადღება ამა თუ იმ კონკრეტული
პოსტისადმი, რომელიც წესებს
ეწინააღმდეგება. ამისათვის
გამოიყენეთ ბმული "შეატყობინე
მოდერატორს", რომელიც მდებარეობს
გზავნილის ქვედა მარჯვენა
მხარეს.
სმაილი, სმაილაკი(smiley)-პატარა(როგორც
წესი გრაფიკული)
გამოსახულება, რომლის ჩასმაც
ხდება გზავნილის ტექსტში იმ
მიზნით, რომ გადმოცემული იქნას
გზავნილის ავტორის ემოციური
მდგომარეობა, მაგალითად
სმაილაკი smile.gif ანუ : ) მიანიშნებს, რომ
გზავნილის ავტორი კარგ
ხასიათზეა და ის იღიმება.
ხშირად დასმული
კითხვები, ხ.დ.კ.(FAQ, frequently asked questions) - ფორუმთან
დაკავშირებული კითხვები,
რომლებიც ყველაზე ხშირად
დაისმევა ხოლმე ფორუმზე
იმჰო(IMHO, In my humble opinion) - ჩემი
მოკრძალებული აზრით. ამით ავტორი
კატეგორიული ტონის ნაცვლად
მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ მის
პირად მოსაზრებაზე
AFAIK(as far as I know) - რამდენადაც ვიცი.
AFAIR(as far as I remember) - რამდენადაც მახსოვს.
ისინი მიუთითებენ, რომ პოსტინგის
ავტორი მთლად ბოლომდე არაა
დარწმუნებული თავის
სიმართლეში
RTFM(read the following manual) - მოწოდება
აპარატურის ან პროგრამული
პროდუქტის
მანუალის(დოკუმენტაციის)
წაკითხვისაკენ, რომელზეც მიდის
საუბარი.