ამოუცნობი ამბები – რუსთაველები.ge http://rustavelebi.ge რუსთავი და რუსთაველები Sun, 26 Jul 2020 04:56:02 +0000 ka-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=6.6.1 http://rustavelebi.ge/wp-content/uploads/2019/02/cropped-icon-1-1-32x32.png ამოუცნობი ამბები – რუსთაველები.ge http://rustavelebi.ge 32 32 ამოუცნობი ამბები რუსთავში და ხანძარს გადარჩენილი ხატების ოთახი http://rustavelebi.ge/history/uncategorized/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8/ Sun, 26 Oct 2014 11:27:09 +0000 http://rustavelebi.ge/?p=204 რუსთავში, ფოჩხუების ბინაში, დღემდე გაურკვეველი მიზეზით ხანძარი ჩნდებოდა: თავდაპირველად, ნივთები 25 მაისს აალდა, ბოლოს კი 3 ივნისს. ძლიერი ხანძრის შედეგად, თითქმის მთელი ბინა დაიწვა. როგორც ამბობენ, მხოლოდ ის ოთახი გადარჩა, სადაც ხატები ესვენა. ოჯახის წევრების მონაყოლით, ოთახში არავინ იყო და ხანძარი თავისით ჩნდებოდა. ამჟამად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დიასახლისის – მადონას მშობლებთან ცხოვრობს, “მისტიკური” ბინა კი დალუქულია და ექსპერტები მუშაობენ…

თავდაპირველად, ფოჩხუების კარის მეზობლად მცხოვრებ ბესიკ სულაშვილს ვესაუბრე:
– ათეისტი ვარ და ყველაფერს არასერიოზულად ვიღებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს, აზრი შევიცვალე: კარის მეზობლად მცხოვრებ ოჯახში ზებუნებრივი მოვლენები ხდებოდა: ვერავინ არკვევდა, ხანძარი რის გამო ჩნდებოდა. ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, – თავად ვარ მომსწრე, როცა იქ რაღაც-რაღაცები თავისით იწვებოდა, ნივთებს ცეცხლი ეკიდებოდა, განსაკუთრებით – ფარდებს, “საროჩკებს”, კაბებსო… ოჯახის წევრები ცეცხლს თვითონ აქრობდნენ. მე იმ ფაქტს შევესწარი, რომ კარის მეზობლებმა ნივთები (ფუთებით) გარეთ გამოყარეს. ოთახში არ შევსულვარ. სასაცილოდ მომეჩვენა. ვიფიქრე, – ნაპერწკალი გადავიდა ან რაღაც მსგავსი მოხდა-მეთქი… არ მჯერდა, რასაც ყველა ლაპარაკობდა. ჩემი ოჯახის წევრები შეშინებულები იყვნენ. როგორც გითხარით, ჩემი შვილი მომიყვა, რომ თავად ხედავდა, ნივთებს ცეცხლი როგორ ეკიდებოდა…

– თქვენი შვილი ახლა სად არის?
– შეშინებულია და ჩვენს მეორე სახლში გადავიყვანე. ორსულად არის. თან, აქაურობა გამურულია, დამწვრის სუნი დგას…

– “მისტიკური” ბინის წინ ცხოვრობთ. ბოლო ხანძრის შემდეგ, რაიმე უცნაურობა არ შეგინიშნავთ?

GzaPress

– ყოველ ღამეს აქ, ჩემს ბინაში ვათენებ. არავითარი უცნაურობა არ შემინიშნავს. ჩემს კარის მეზობლებს 11 წლის ბავშვი ჰყავთ, რომელიც თურმე ამბობდა, – მწვანე, ადამიანის მსგავსი რქებიანი დადის და რასაც შეეხება, ყველაფერი იწვებაო. რამდენად მართალია, ვერ გეტყვი. ამის შესახებ ჩემმა შვილიშვილმა მითხრა. თურმე, კარის მეზობლის ბავშვი ლაპარაკობდა…

თამარ შანიძე, მეზობელი:
– გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ. ფოჩხუების ბინაში ცეცხლი უკვე 3-ჯერ გაჩნდა. პირველად ბავშვი ამბობდა, – მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო. დედა არ უჯერებდა – ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. თავდაპირველად, ცეცხლი ბალიშს, უჯრას, ოთახებს უჩნდებოდა. ბოლოს უკვე ბევრი რამ დაიწვა, ოღონდ – ხატების ოთახს ცეცხლი არ გასჩენია. მერე ადგნენ და საცხოვრებლად მადონას დედასთან გადავიდნენ. თურმე, იქაც ბავშვს დღეს ფეხსა და ხელებზე ცეცხლი წაჰკიდებია.

– ბავშვი საავადმყოფოშია?
– არა, ოჯახის წევრები სახლში ყოფილან და ცეცხლი მომენტალურად ჩაუქრიათ.

– ხატები სხვა ოთახებშიც არ დააბრძანეს?
– როგორ არა! ხატის დასვენებაც სცადეს, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით, მხოლოდ ის ოთახი არ დამწვარა, სადაც ბევრი ხატია… წინათ, ბავშვს “ამოუცნობი” არ ერჩოდა, ახლა მასაც ერჩის. გუშინ ღამით კი, მადონას მშობლების სახლში, სადაც ცოლ-ქმარ ფოჩხუებს ეძინათ, ფარდა 3 ადგილას ამომწვარა…

– უცნაურ ხანძარს რას მიაწერთ?
– ზოგი ამბობს, – “დამავოიაო”. რაღაც ამოუხსნელი მოვლენები ხდება. მამაოებიც ჰყავდათ მოყვანილი, რომლებმაც თქვეს, – ამის ახსნა ჩვენს ძალებს აღემატებაო. ბედს მინდობილები ვართ.

– ფოჩხუების ოჯახის შესახებ რა იცით?
– ინგლისში სწავლობდნენ, მუშაობდნენ. შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ. ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში, კარგ თანამდებობაზე მუშაობენ. 5-6 წელია, რაც ეს ბინა შეიძინეს…

ფოჩხუების საცხოვრებელ კორპუსს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს: ამოუცნობი მიზეზით დამწვარ ბინას ზოგი ეზოდან უყურებს, ზოგი ზემოთ, მეოთხე სართულზე ასვლასაც ბედავს, სადაც გამურულ-დალუქული კარი ხვდებათ. ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით, ახალ-ახალი ვერსიები არ წყდება. ეზოში, შუახნის ქალბატონმა აღნიშნა, – ხალხი ლაპარაკობს, რომ ფოჩხუები ბინაში რაღაც ქიმიურ ფხვნილს თავად ყრიან, რადგან ისევ ინგლისში დაბრუნება (?) სურთო… 

საუბარში მაშინვე მეზობლები ჩაერივნენ:
– სისულელეა! ჭორიკნების მოგონილია! უცხოეთში წასვლა ისედაც შეუძლიათ… ფოჩხუები გამწარებულები არიან, მთელი ნაშრომი დაეწვათ!
– უცხოეთში რატომ უნდა წავიდნენ, როცა დიდი ჯამაგირი აქვთ? ორივეს კარგი სამსახური აქვს: ცოლი “შერატონ მეტეხის” მენეჯერია, ქმარი – საბაჟოზე მუშაობს. ხალხი სისულელეს წამოროშავს ხოლმე!
– 1 თვე ხალხს სალაპარაკო ექნება!
– ფოჩხუები ამბობენ, – ამ ბინაში აღარ შევალთო.
– სად წავლენ? მაგ ბინას არავინ იყიდის.
– ბინის ბრალი არ არის! ბავშვი სადაც წავიდა, ცეცხლი იქაც გაჩნდა.
– ცეცხლი იქაც ფარდას მოეკიდა? რა საინტერესოა…

მადონა ფოჩხუამ კომენტარზე უარი განგვიცხადა. გვითხრა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი არც ოჯახის სხვა წევრებს სურთ. მადონა ფოჩხუას დედას – ქალბატონ რიმა მეგრელიშვილს შინ (სადაც ამჟამად ფოჩხუები საცხოვრებლად გადავიდნენ) მაინც მივაკითხე:

GzaPress

– ჩვენს სახლში არაფერი მომხდარა. შეიძლება, ანთებული სიგარეტის კვალი იყო და ვერ გავაკონტროლეთ. შეშინებული ადამიანის ამბავი, ხომ იცით?

– ბავშვი როგორ არის?
– კარგად.

– რას ამბობს?
– რა უნდა თქვას? ისიც შეშინებულია. ხალხი ათას ჭორ-მართალს ლაპარაკობს.

– დიახ, ამბობენ, – ბავშვი მწვანე “კაცს” ხედავსო…
– რაც უნდათ ის თქვან, ბავშვი კი არა, მეც ისეთი შეშინებული ვარ, რომ სულ დაფეთებული ვიყურები. იმ სახლში (დამწვარ ბინას გულისხმობს – ავტ.) მწვანე, საჰაერო ბუშტი იყო გაბერილი და ბავშვმა უცებ ვერ აღიქვა, რა იყო. რომ ვუთხარით, – ნუ გეშინია, ბურთიაო, მერე დამშვიდდა.

– მწვანე “კაცზე” ბუშტის დანახვამდეც ლაპარაკობდა, თუ – მხოლოდ ამის შემდეგ?
– არა, არაა საჭირო ასეთი ლაპარაკი. ხალხს ისიც უთქვამს, – სახლი ოჯახმა თვითონ დაწვაო.

– მამაო რას გეუბნებათ?
– ილოცეთო, როგორც ყველა მამაო ამბობს. ახლა ექსპერტები მუშაობენ. ჩემთან არც ასტროლოგი მოუყვანიათ, არც – ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ჯერ ყველაფერი უნდა გამოიკვლიონ, შეამოწმონ…

– რომელიმე ოთახი ხანძარს გადაურჩა?
– ის, სადაც ხატები იყო დაბრძანებული.

– ბავშვის ოთახი – არა?
– პირველად ხანძარი ბავშვის ოთახში გაჩნდა.

– ანუ ბავშვის ოთახის გადარჩენასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჭორია?
– ჭორებია!

საუბარში ქალბატონი რიმას მეუღლე ჩაერია:
– ბავშვის ოთახი გადარჩა, ანუ – პირველად ცეცხლი ჩემი შვილიშვილის ოთახში არსებულ კარადას მოედო, მაგრამ ოთახი დაწვას გადაურჩა… პრესაში უამრავ რამეს წერენ: სადღაც გამოუქვეყნებიათ – სახლში მოლა და მღვდელი ერთად იყვნენ ასულები და ლოცულობდნენო. ამის თქმა როგორ შეიძლება?!

– თქვენი აზრით, თქვენი ქალიშვილის ბინაში რა ხდება?
– რაღაც არაბუნებრივია, არ ვიცი…
როგორც მეზობლები ამბობენ, დღეს უკვე პოპულარულმა ბინამ რამდენიმე პატრონი გამოიცვალა. ყველა მათგანს კარგად ახასიათებენ. არც ერთი ოჯახისთვის რაიმე უცნაურობა არ შეუნიშნავთ. ზოგი რუსთავში, ფოჩხუების ოჯახში გაჩენილ ხანძარს რატომღაც, ბინის წინა მეპატრონის თავს დამტყდარ ტრაგედიას უკავშირებს. მოვლენებს შორის კავშირის რა მოგახსენოთ, მაგრამ გადავწყვიტე, გამერკვია – ბინის წინა მეპატრონე ვინ იყო. აღმოჩნდა, რომ 36 წლის ხათუნა თანდილაშვილი იქვე, გზის მეორე მხარეს მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს…

ხათუნა თანდილაშვილი:
– მაგ ბინაში 27 წელი ვიცხოვრე – ძალიან ტკბილად, ბედნიერად. რაც მაგ ბინასთან დაკავშირებით ბოლო ხანს მესმის, წინათ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამაში მეზობლებიც დაგვემოწმებიან. 7-8 წელია, რაც ის ბინა გავყიდეთ. ვიდრე გავყიდდით, როცა გავთხოვდი, საცხოვრებლად დედამთილ-მამამთილთან გადავედი, იქ კი 2 წელი ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობდნენ (სოფლიდან იყვნენ ჩამოსულები, თბილისში სწავლობდნენ). უცნაური მათაც არაფერი შეუნიშნავთ.

– ბინა რატომ გაყიდეთ?
– ეზოიანი სახლი გვინდოდა და ვიყიდეთ კიდეც. სხვა მიზეზი არ გვქონია.

– მამათქვენის შესახებ რას გვეტყვით?

GzaPress

– ამ თემაზე საუბარი ჩემთვის მძიმეა: 1993 წელი იყო. მამა – გურამ თანდილაშვილი ტრაილერის მძღოლი გახლდათ. “გაიშნიკმა” გააჩერა – წყნეთში თივა მაქვს ასატანიო და ერთ-ერთ შაბათს თავისთან წაიყვანა. როგორც გაირკვა, მანქანა მაღლობზე იდგა, მამა მანქანიდან თივას ეზიდებოდა. ადგილობრივი მცხოვრები ბავშვი კაბინაში ამძვრალა. პატარამ მანქანა სიჩქარეში ჩააგდო და ტრაილერი დაგორდა. მამაჩემი მანქანას შეახტა, ბავშვი გადმოაგდო – გადაარჩინა, თვითონ კი ვეღარ მოასწრო – სახლს დაეჯახა და ადგილზევე დაიღუპა, მაგრამ ჩვენ არ გაგვაგებინეს: “გაიშნიკმა” სხვას გადააბარა, – ოჯახის ახლობლებს შენ უთხარიო, იმ სხვამ – კიდევ სხვას და ა.შ. ისე გამოვიდა, რომ მამაჩემის გვამი I კვირა მორგში უპატრონოდ იყო. წყნეთში მომხდარის შესახებ, მამის თანამშრომლებმა შეიტყვეს. იმ დროისთვის დედა, ბიძა და სხვა ნათესავები მამაჩემს უკვე ეძებდნენ. მე და ჩემი და სოფელში ვიყავით… მამა ძალიან კარგი ადამიანი იყო. არ ვიცი, ისეთი მამაკაცები დღეს კიდევ თუ არსებობენ. მოსიყვარულე, ტკბილი და ბედნიერი ოჯახი გვქონდა.

– იმ ტრაგიკული ამბის მერე, თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართა?
– მატერიალური სიდუხჭირის პერიოდი გვქონდა. ამის გამო, 1997 წელს დედა ამერიკაში გაემგზავრა, 1 წლის შემდეგ – ჩემი დაც. 16 წელია, იქ არიან. ჩემი და ამერიკაში დაოჯახდა. საცხოვრებლად ბებიასთან და მამიდასთან გადავედი. ამერიკაში გამგზავრება მეც მინდოდა, მაგრამ კონსულმა უარი მითხრა. შემდეგ დავოჯახდი. 

– რაც ეს უჩვეულო ამბები მოხდა, ყოფილ ბინაში იყავით?
– არა. თავდაპირველად, ჭორი მეგონა – მომხდარი ამბები არ დავიჯერე. შემდეგ, ძლიერი ხანძარი რომ გაჩნდა, გავედი – ეზოში ბევრი ხალხი იყო… ჩემს ყოფილ ბინაში შეხედვაც არ მინდოდა, რადგან მომხდარი გულთან ახლოს მივიტანე. როცა ჩვენ იქ ვცხოვრობდით, რემონტის გაკეთების საშუალება არ გვქონდა. არადა, კარგი ბინა იყო. ამის გამო, გული სულ მწყდებოდა. როგორც ვიცი, ახალმა მეპატრონეებმა იქაურობა ძალიან კარგად გააკეთეს, მოაწყვეს. მეზობლებიც აქებენ. ძალიან გამიხარდა. სულ მაინტერესებდა, ბინა როგორ გამოიყურებოდა…

– მამათქვენის მიერ გადარჩენილი ბავშვის შესახებ რა იცით?
– არაფერი. ასაკი რომ მომემატა, ამ ამბით მერე დავინტერესდი. ზუსტად არც ვიცი, ის ტრაგიკული შემთხვევა რა ადგილას მოხდა. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, ვერაფერს გაარკვევდი. მამაჩემის საქმე გამოუძიებლად “ჩაიფარცხა”. ის ადამიანები უნდა დასჯილიყვნენ, ვინც მამა შუა გზაში მიატოვეს და მკვდარზეც კი არ იზრუნეს, რომ ამბავი მისი ოჯახის წევრებამდე მოეტანათ. ის ტრაგედია ყველასთვის შოკი იყო! მამა ძალიან კარგი მძღოლი გახლდათ. ამიტომ ავარიის ალბათობა თავიდანვე გამორიცხეს. შემდეგ, როცა ჩემი ნათესავები ტრაგედიის ადგილას მისულან, გაოცებული მოსახლეობა დახვედრიათ. თურმე, ყველა ამბობდა, რომ მამამ ძალიან ივაჟკაცა… მახსოვს, ერთხელ ჩვენი ნათესავები ტრაგედიის ადგილას მივიდნენ და ცხვარი დაკლეს.

]]>